მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ოპოზიციაში განცხადებები გაკეთდა. ოპოზიცის ნაწილის მოთხოვნა, ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანაა.
"სტრატეგია აღმაშენებელს" ახალი ინიციატივა აქვს და იგი ახალი სამედიცინო ჯგუფის შექმნას ითვალისწინებს, რომელშიც საერთაშორისო ექსპერტები ადგილობრივ ექიმებთან ერთად, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეისწავლიან და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია კი, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის თანაგუნდელებს მოუწოდებს სააკაშვილის ქვეყნის შიგნით გადაყვანაზე დიდ აქცენტს ნუ გააკეთებენ.
"ჩვენ ზოგადად გვინდა, რომ სააკაშვილი ზოგადად გაიქცეს, ამის პრობლემა არ არის ქართული პოლიტიკიდანაც და ციხიდანაც. როგორც ჩანს, პატიმრობის პირობებში ჯანმრთელობის აღდგენა უფრო რთულად ხდება, აქედან გამომდინარე მოვუწოდებდი სააკაშვილის, რომ ქვეყნის შიგნით გადაყვანაზე მაინც და მაინც დიდი აქცენტი არ გააკეთონ,"-აცხადებს იაგო ხვიჩია.
ამავე საკითხზე იხილეთ მმართველი გუნდის განცხადება.