15 ნოემბერი 2024,   23:21
ვრცლად
რეფორმები, რომელიც ტარდება, იძლევა იმედს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის მნიშვნელოვან პროცედურას სწორად გაივლის - ილია დარჩიაშვილი

აღნიშნული კითხვარის მომზადების პარალელურად, ძალიან ინტენსიურად ვმუშაობდით ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებთან, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ყველა მიმართულებით, რათა მათთან გვქონოდა ძალიან მჭიდრო კოორდინაცია და კომუნიკაცია, ეს პროცესი დღესაც გრძელდება,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა რეფორმა, რომელსაც ახლა საქართველო ატარებს  და მომავალშიც გაატარებს, იმედს იძლევა, რომ ქვეყანა ძალიან სწორად გაივლის ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცედურას. 

"ჩვენ აღნიშნული კითხვარის მომზადების პარალელურად, ძალიან ინტენსიურად ვმუშაობდით ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებთან, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ყველა მიმართულებით, რათა მათთან გვქონოდა ძალიან მჭიდრო კოორდინაცია და კომუნიკაცია -  ეს პროცესი დღესაც გრძელდება. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის და მთავრობის მოლოდინია, რომ საქართველოს ექნება ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგები აღნიშნულ დოკუმენტზე ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, თუმცა რაიმე კონკრეტულზე საუბარი ჩვენი მხრიდან რთული იქნება. ყველა ის რეფორმა, რომელსაც ვატარებთ და გავატარებთ მომავალში, გვაძლევს იმის იმედს, რომ საქართველო ძალიან სწორად გაივლის ამ მნიშვნელოვან პროცედურას", - განაცხადა ირაკლი დარჩიაშვილმა.

დღის ამბები