18 მაისი 2024,   20:34
ვრცლად
თუ ვინმეს ჰგონია, სიმულაციებით შეძლებს საპატიმროდან გასვლას, ეს არ გამოვა და ტყუილია - კახა კალაძე სააკაშვილზე

 

თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაღაც სიმულაციებით შეძლებს შეძლებს თავი აარიდოს სასჯელს, ეს არ გამოვა და ტყუილია,- ამის შესახებ თბილისის მერმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

კალაძის თქმით, შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაცული იყოს.

"ეს არის თვითდაზიანების რეჟიმი, თუ ეს ასეა, არ ვიცი, არ მაქვს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაცული იყოს. ეს არის სახელმწიფოს ინტერესში და რა თქმა უნდა, ამ პატიმრებში შედის მიხეილ სააკაშვილი. თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაღაც სიმულაციებით შეძლებს საპატიმროდან გასვლას, შეძლებს თავი აარიდოს მისჯილ სასჯელს, ეს არ გამოვა და ტყუილია. ამიტომ, პირველ რიგში, პატიმარს ნუ შევუქმნით ამ ილუზიას და მეორე, საზოგადოებას ნუ ეტყვით ცრუ ინფორმაციას, ეს ასე არ იქნება - მას სასჯელის მოხდა მოუწევს, ის არის დამნაშავე კონკრეტულ საქმეებზე. სხვა საქმეებზეც მიმდინარეობს გამოძიება, დაველოდოთ," - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

დღის ამბები