15 ნოემბერი 2024,   23:25
ვრცლად
ბათუმის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილება საკრებულოს ნაცვლად, შესაძლოა ცესკომ ცნოს - ახალი საკანონმდებლო ინიციატივა

მმართველი გუნდი საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს, რომლის მიხედვით, ბათუმის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილებას საკრებულოს ნაცვლად, ცესკო ცნობს.

როგორც ჟურნალისტებს მმართველი გუნდის წევრმა გიორგი კახიანმა განუცხადა, პირადად ის აღნიშნულ ინიციატივას მხარს დაუჭერს.

"ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ რადიკალურ, სრულიად დესტრუქციულ ძალებს არ მისცეს შესაძლებლობა, რომ მოახდინოს პარალიზება საკრებულოების. მე ვფიქრობ, ეს ინიციატივა ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს," - განაცხადა გიორგი კახიანმა.

კანონპროექტს არ იცნობს, თუმცა ბათუმის საკრებულოს საქმიანობის გააქტიურებას მიესალმება "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია.

"არც ამ სფეროს ვიცნობ ძალიან ღრმად, ეს კანონპროექტიც არ წამიკითხავს თვალით, თუმცა ბათუმის საკრებულოს თუ რამე საშველი დაადგება და თავის მოვალეობის შესრულებას ეს ადამიანები, ამ ამბავს მხოლოდ მივესალმები," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კანონპროექტი პარლამენტში ჯერ ინიცირებული არ არის, თუმცა სავარაუდოდ, ბიუროს უახლოეს სხდომაზე გავა.

დღის ამბები