03 სექტემბერი 2026,   18:12
ვრცლად
ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 5 შვილის მამა ემსხვერპლა

ოზურგეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 5 შვილის მამა დაიღუპა. 

შემთხვევა სოფელ დვაბზუში გვიან ღამით მოხდა, მსუბუქი ავტომობილი ტრაქტორს შეეჯახა, რომელიც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა.

მამაკაცი ოზურგეთის კლინიკაში მრავლობითი - თავის, გულმკერდისა და მუცლის არეში დაზიანებით გადაიყვანეს. ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია, თუმცა სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ტრავმების გამო ის გარდაიცვალა.

დღის ამბები