საქართველოს ახალი ელჩის თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, ამერიკის ადმინისტრაციასთან ალიანში გაწევრიანების გზაზე ხელშეწყობა იქნება.
დიპლომატს მოლოდინი აქვს, რომ მადრიდში იქნება გზავნილები, საქართველოს ნატოსთან დაახლოების თემაზე.
"ანალიტიკოსები ამბობენ, რომ საქართველოს უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რუსეთი უკრაინაში დამარცხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაპყრობის რეალური საფრთხე უჩნდება რეგიონის ყველა იმ ქვეყანას, რომელიც რუსეთის იმპერიის საზღვრების აღსადგენად, კრემლის რეჟიმის გეგმაში შედის,"- აცხადებს დავით ზალკალიანი.