საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ემანუელ მაკრონს, საფრანგეთის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევასთან დაკავშირებით მიულოცა.
"ჩემი გულწრფელი მილოცვა ემანუელ მაკრონს ინაუგურაციის დღეს, საფრანგეთის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევასთან დაკავშირებით. საქართველოს აქვს თქვენი იმედი, რომ უხელმძღვანელებთ ძლიერ საფრანგეთს ძლიერ ევროპაში, რომელიც მისი მეზობლებისთვის ღიაა," - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა "ტვიტერზე“.