15 ნოემბერი 2024,   22:51
ვრცლად
"ფაშიზმზე გამარჯვების დღე ევროპული სახელმწიფოების მსგავსად უნდა აღინიშნოს 8 მაისს" - პარტია "დროამ" პარლამენტთან აქცია გამართა

პარტია "დროას" მოწოდებით, ფაშიზმზე გამარჯვების დღე საქართველომ სხვა ევროპული სახელმწიფოების მსგავსად უნდა აღნიშნოს 8 მაისს და არა 9 მაისს, როდესაც აგრესორი რუსეთი ზეიმობს. "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ და მხარდამჭერებმა, ამ მოთხოვნით პარლამენტთან აქცია გამართეს.

ელენე ხოშტარიას თქმით, პუტინის მიერ დაანონსებული ზეიმი უკვე არშემდგარია და უკრაინელების სიმამაცის, ასევე დასავლეთის მხარდაჭერის დამსახურებით, მათ ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწიეს.

"ხვალ, 9 მაისს, პუტინის მიერ დაანონსებული ზეიმი უკვე არ შედგა, იმიტომ, რომ უკრაინის სიმამაცის, ბრძოლისუნარიანობის და დასავლეთის მხარდაჭერის ფონზე, მათ ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწიეს - ვერც სტრატეგიულს, ვერც ტაქტიკურს ადგილზე. ჩვენ დღეს უნდა ვიდგეთ უკრაინელებთან ერთად და ვთქვათ, რომ ამ რაშიზმის დამარცხების იდეაში ჩვენ ვდგავართ ერთად," - განაცხადა ხოშტარიამ.

დღის ამბები