რუსეთის პრეზიდენტი 9 მაისის წინ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს და ამჟამად ოკუპირებულ არაღიარებულ ე.წ. სახელმწიფოებს გამარჯვების დღეს ულოცავს და გადაწერილი ისტორიის შესახებ ლექციების კითხვას განაგრძობს. მილოცვაში ნახსენებია უკრაინაც. პუტინი საუბრობს ნაციზმის დაუშვებლობაზეც.
"დიდ სამამულო ომში გამარჯვების 77 წლისთავს ვულოცავ აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ლიდერებს და მოქალაქეებს, ასევე უკრაინელ და ქართველ ხალხს. დღეს ჩვენი საერთო მოვალეობაა, თავიდან ავიცილოთ ნაციზმის აღორძინება, რომელმაც სხვადასხვა ქვეყნის ხალხს დიდი ტანჯვა მოუტანა," - წერს რუსეთის პრეზიდენტი.