15 ნოემბერი 2024,   22:47
ვრცლად
სახელმწიფო სტრუქტურები კარგად არის მომზადებული იმისთვის, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობა საკმაოდ მაღალ დონეზე გვქონდეს - ბოჭორიშვილი 

იმსახურებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის სტატუსის მიღებას - ევროკავშირის საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ქართულმა მხარემ ყველა სახელმწიფო სტრუქტურის მობილიზაცია მოახდინა, რათა კითხვარის შევსება დაჩქარებული წესით მომხდარიყო. მმართველი გუნდის წარმომადგენლები თვლიან, რომ აღნიშნული კითხვარი საქართველოსა და ევროკავშირს ერთმანეთთან კიდევ უფრო დაახლოებს.

"სახელმწიფო სტრუქტურები საკმაოდ კარგად არის მომზადებული იმისთვის, რომ  ევროკავშირთან თანამშრომლობა გვქონდეს საკმაოდ მაღალ დონეზე. ძალიან კარგად იქნა მობილიზებული ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელებიც მუშაობდნენ აღნიშნულ კითხვარზე,"-აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი. 


პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის კითხვარი და საქართველოს მონდომება უფრო მეტად დაახლოებს ქვეყანას ევროკავშირთან.

"10 მაისს, უკვე კითხვარი მეორე ნაწილს გადასცემს ჩვენი ხელისუფლება ევროკავშირს და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ამ პროცესის მანძილზე ჩვენმა სახელისუფლებო უწყებებმა ძალიან მნიშვნელოვანი, ნაყოფიერი და პასუხისმგებლობით სავსე სამუშაო გასწიეს. დარწმუნებული ვარ რომ ეს კითხვარი კიდევ უფრო მეტად დაახლოებს საქართველოს ევროკავშირთან და ეს თითოეული ჩვენგანისთვის საზიარო სიამაყით დასრულდება,"-აცხადებს რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები