მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა. ქეთევან ხვედელიანმა მედიის წარმომადგენლებს განუმარტა, რომ მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, ის არსად გადაუყვანიათ და არც ამის მცდელობა ყოფილა.მისივე თქმით, სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს.