15 ნოემბერი 2024,   22:58
ვრცლად
"პასუხები, ევროკავშირის კითხვარის ყველა ნაწილზე, უნდა იყოს გამჭვირვალე" - ოპოზიცია კითხვარის გადაცემის პროცესს ეხმიანება

ოპოზიცია ევროკავშირის კითხვარის გადაცემას ეხმიანება."ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ პასუხები კითხვარის ყველა ნაწილზე უნდა იყოს გამჭრივალე.

"კითხვარის ყველა ნაწილის განსაკუთრებით ეს ეხება პასუხებს, რა პასუხები გააგზავნა ევროკავშირში ხელისუფლებამ, გასაჯაროვება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვიცით და არაერთხელ მოგვისმენია ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რომ საკმაოდ დიდი უკუსვლაა რეფორმებთან მიმართებაში, ამიტომ პასუხები კითხვარის ყველა ნაწილზე უნდა იყოს გამჭვირვალე." - აცხადებს დეკანოიძე.

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ დოკუმენტის არ= გასაჯაროვება ლოგიკაში არ ჯდება.

"ეს არის ინფორმაცია, რომელიც ეხება ქართველ ხალხს. არის იმაზე, თუ რა ვალდებულება ავიღეთ ქართველი ხალხის სახელით, ეხება ჩვენს მომავალს და მისი არ გასაჯაროვება არანაირ, არც სამართლის, არც პოლიტიკის ლოგიკაში არ ჯდება. თავი რომ დავანებოთ იმას რომ კომენტარს ვაკეთებთ ისეთ დოკუმენტზე, რომელიც არ გვინახავს." - განაცხადა ხვიჩიამ.

დღის ამბები