"ნაცინალური მოძრაობა" ისევ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანს ითხოვს. პარტიის საორგანიზაციო მდივანი, ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის სათანადოდ მკურნალობის პოლიტიკური ნება არ არსებობს, არამედ პირიქით, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მისი ჯანმრთელობა დაზიანდეს.
"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნიდან გაყვანაზე, აქ საუბარია იმაზე, რომ სამწუხაროდ, საქართველოში უბრალოდ პოლიტიკური ნება არ არის იმისათვის, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს უმკურნალონ ისე, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას და პირიქით, ყველაფერია გაკეთებული იმისთვის, რომ მის ჯანმრთელობას მაქსიმალური ზიანი ჰქონდეს.
ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც უკვე არ მალავენ იმას, რომ აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გაყვანა, სადაც მას ნორმალურად გაუწევენ იმ მომსახურეობას, რომელ მომსახურეობასაც ნებისმიერ პატიმარს, ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში უნდა აძლევდნენ ნების" ,- განაცხადა დოლიძემ.