პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხვალ ორ მინისტრს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსასმენად წერილს გაუგზავნიან.
ასევე მამუკა მდინარაძემ დაანონსა ოთხშაბათს მინისტრის საათი, სადაც დეპუტატები ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენენ.
"დღეს უმრავლესობის სხდომაზე ვისაუბრეთ ხვალინდელი ინტერპელაციის წერილზე, რომელიც ორ მინისტრს გაეგზავნება. ესენი არიან ეკონომიკის მინისტრი, რომელსაც დაესმება კითხვები ინფლაციაზე და რეგიონში მიმდინარე ნეგატიურ მოვლენებზე. მეორე იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი, ის ისაუბრებს ევროკავშირში ჩვენს გაგზავნილ წერილზე.
ოთხშაბათს გვექნება მინისტრის საათი და წარსდგება ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც ისაუბრებს განვითარებულ მოვლენებზე და მიმდინარე საკითხებზე," - მამუკა მდინარაძე.