15 ნოემბერი 2024,   22:25
ვრცლად
მაისი რუსეთისთვის ისეთი ვერ გამოდგა, როგორიც ვლადიმერ პუტინს სურდა - როგორი იყო ჩაშლილი 9 მაისი წითელ მოედანზე

მაისი რუსეთისთვის ისეთი ვერ გამოდგა, როგორიც ვლადიმერ პუტინს სურდა. კიევის ცენტრალურ გამზირზე, ხრეშატიკზე რუსული ტანკების ნაცვლად ისევ ზელენსკი დასეირნობს, პუტინი კი წითელ მოედანზე არა პომპეზურ აღლუმს დასჯერდა.

დღეს რუსეთის ქალაქების უმეტესობას საბჭოთა სახელები ერქვა, სამხედრო ფორმებში ჩაცმულ რუსს ბავშვებს კი, მუყაოს ტანკებით დაატარებდნენ. სულ ეს არის რისი დემონსტრირებაც 9 მაისს პუტინმა შეძლო.

9 მაისს რუსეთმა გამარჯვება უკრაინის ვერცერთ ქალაქში ვერ იზეიმა. უფრო მეტიც, ჰაერში ვერ აწიეს პუტინის სიამყე "ილ 80" - სახელად "განკითხვის დღე," რომელმაც ბირთვული ომის დროს რუსეთის პრეზიდენტის ევაკუაცია უნდა მოახდინოს.

კრემლი ირწმუნება, რომ რუსეთის ავიასიძლიერის დემონსტრირებას ხელი უამინდობამ შეუშალა, თუმცა ამინდი მოსკოვში დღეს მშვენიერი იყო.

არის ინფორმაცია, რომ "მფრინავი კრემლი" აღლუმის წინ მწყობრიდან გამოვიდა, ამიტომ წითელ მოედანზე მარშით მხოლოდ ომს გადარჩენილი ტანკები და სამხედრო ნაწილები ჩაატარეს. თავად პუტინმა კი მსოფლიოს უკრაინაში ომის დაწყების ახალი ვერსია შესთავაზა.

დღის ამბები