15 ნოემბერი 2024,   22:14
ვრცლად
კითხვაზე, იქნება თუ არა ამ ქვეყანაში ომი, ყველაზე მოკლე პასუხია - არა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" თავმდჯომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოში მმართველი გუნდი ომს არ დაუშვებს.

"კითხვაზე, იქნება თუ არა ამ ქვეყანაში ომი, ყველაზე მოკლე პასუხია - არა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ოპოზიცია რაზე საუბრობს, ეს ერთი საკითხია და რა არის სინამდვილეში, ეს მეორე. მაგრამ თუ ასეთი ინტერვიუ დაანონსდა და ამ ადამიანს კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით უნდა კომენტარის გაკეთება, ამასთან დაკავშირებით, ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, " - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, ქონდა თუ არა ინფორმაცია, ბიძინა ივანიშვილის მოსალოდნელ ინტერვიუზე.

როგორც მამუკა მდინარაძემ განმარტა, ამ ქვეყანაში არ არსებობს ერთი ადამიანი, რომელიც გაიზიარებს ოპოზიციის მიერ წარმოებულ შანტაჟს საქართველოს ომში ჩასათრევად.

"რაც შეეხება, სანქციებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ, ვიმეორებ, რომ ოპოზიცია რასაც საუბრობს, მათ შორის არის ხოლმე შანტაჟის მიმართულებაც. ამ ქვეყანაში არცერთი საღად მოაზროვნე და თავის სამშობლოზე მოფიქრალი ადამიანი არ არსებობს, რომელიც შანტაჟის მიმართულებას, ან სხვა რაღაც მიმართულებას ე.წ. ოპოზიციისას, მიიღებს მოცემულობად, რის გამოც ომი შეიძლება დაიწყოს. ეს მოცემულობა ბუნებრივად არ არსებობს, ასეთ გადაწყვეტილებას არავინ მიიღებს. ახლა, გასაგებია, იერიშს ერთი მიმართულებით, გარდა ხელისუფლებისა, მიიტანენ ხოლმე პერიოდულად ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც პარტიის დამფუძნებელია. გასაგებია, დღეს არ არის ეს ადამიანი პოლიტიკაში, მაგრამ პარტიის დამფუძნებელია. ისინი მოიხსენიებენ დღემდე არაფორმალურ მმართველად და იმის იქით აღარ გავაგრძელებ. ისინი ფიქრობენ, რომ რაღაც შანტაჟის გზა არის ის გზა, რის გამოც შეიძლება მოცემულობა შეიცვალოს. თუ იმაზეა საუბარი, რომ მთავარი მოცემულობა არის - ომი იქნება თუ არა ამ ქვეყანაში და ჩვენ ამას დავუშვებთ თუ არა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ეს არის ყველაზე მოკლე პასუხი,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები