პარტია "დროას" დამფუძნებლები ელენე ხოშტარია და ნინო გოგუაძე სამეგრელოში ადგილობრივ მოსახლეობას, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან.
უკვე გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე "უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება". მოგვიანებით, "დროას" ლიდერები სოფელ ფახულანში სოფლის მოსახლეობას შეხვდებიან და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.
"დავიწყეთ საუბარი იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რომ გვქონდეს ჩამოყალიბებული ხედვა მშვიდობიანი დეოკუპაციის და აფხაზებთან თანაცხოვრების. რა უნდა გავაკეთოთ ეკონომიკური თვალსაზრისით, განათლების, ჯანდაცვის და სხვადასხვა სფეროებში, რომ ჩვენ შევძლოთ ხიდების გადება, იმიტომ რომ დღეს მსოფლიოში იმგვარი ცვლილებებია, რომელიც ამის შესაძლებლობებს ძალიან მალე მოგვცემს და ამ შესაძლებლობებს ჩვენ უნდა დავხვდეთ მზად," - აცხადებს ელენე ხოშტარია.