28 აპრილი 2024,   13:04
ვრცლად
ევროკავშირში გადაწყვეტილების ერთხმად მიღების პროცედურა, შესაძლოა გაუქმდეს - ინიციატივას მხარს ევროკომისიის პრეზიდენტი უჭერს

ევროკავშირში გადაწყვეტილების ერთხმად მიღების პროცედურა, შესაძლოა გაუქმდეს - ამ ინიციატივას მხარს ევროკომისიის პრეზიდენტი უჭერს.

"ევრონიუსის" ინფორმაციით, უკვე მიმდინარეობს დისკუსია იმის შესახებ, რომ კონსენსუსზე დაფუძნებული სისტემა და 27-ვე წევრი სახელმწიფოს შეთანხმება ანელებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს. ეს განსაკუთრებით გამოიკვეთა უკრაინაში მიმდინარე ომის დროს.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევრო გაერთიანებას მომზადებული აქვს სანქციების მეექვსე პაკეტი, რომელიც რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას გულისხმობს, მაგრამ ამ პაკეტს უნგრეთი და ბულგარეთი ეწინააღმდეგებიან.

სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ხელშეკრულებების რეფორმას მხარს უჭერს "თუ ეს საჭირო იქნება".

დღის ამბები