15 ნოემბერი 2024,   23:13
ვრცლად
უნდა უზრუნველვყოთ, რომ თითოეული დამნაშავე პასუხისგებაში იქნეს მიცემული - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა. ანალენა ბერბოკი არის გერმანიის სამთავრობო კაბინეტის პირველი წევრი, რომელიც ქვეყანას ომის დაწყების შემდეგ ეწვია.

მან უკრაინაში მოგზაურობა ბუჩაში ვიზიტით დაიწყო, სადაც რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების კვალი საკუთარი თვალით იხილა. ადგილზე დიპლომატი უკრაინის გენერალურ პროკურორს, ირინა ვენედიქტოვას შეხვდა.

ამასთან უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში ბერბოკი კიევში გერმანიის საელჩოს გახსნას გეგმავს, რომელიც თებერვლის შუა რიცხვებიდან დაკეტილია. მას ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრა უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან.

"ჩვენ ვალდებულნი ვართ არა მხოლოდ დაღუპულთა ხსოვნას მივაგოთ პატივი, არამედ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა უზრუნველვყოფთ, რომ თითოეული დამნაშავე პასუხისგებაში იქნება მიცემული. ეს არის ის, რასაც ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოება აუცილებლად გავაკეთებთ და ეს არის ის დაპირება, რომელიც დღეს აქ, ბუჩაში შეგვიძლია გავცეთ,"- აცხადებს ანალენა ბაერბოკი.

დღის ამბები