პირველი არის პაციენტის ინტერესი და სამკურნალო დიაგნოსტიკური პროცესის სწორი დაგეგმვა,- ამის შესახებ ვიცესპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისი თქმით, მნახველების დაშვება მეათასეხარისხოვანია.
"არავის არ აქვს სასჯელაღსრულებაში წითელი ხაზები გავლებული იმაზე, რომ რაც სჭირდება ადამიანს ის გაუკეთდეს. თუმცა, ეს უნდა გაკეთდეს ასე და არა პოლიტიკური დემარშებით და პოლიტიკური ნაბიჯებით. მე აქ არ ვგულისხმობ ოჯახს - ზოგადად ყველა ოჯახის პოზიცია გასაგებია. მეათასეხარისხოვანია მნახველების დაშვება, პირველი არის პაციენტის ინტერესი და სამკურნალო დიაგნოსტიკური პროცესის სწორი დაგეგმვა. აცადეთ ამ ექიმებს მუშაობა,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო.