15 ნოემბერი 2024,   23:27
ვრცლად
ევროკავშირის კითხვარი შევსებულია - მთავრობის მეთაურმა პასუხების მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს გადასცა

რუსეთის საფრთხის ქვეშ მყოფ ქვეყნებს შეიარაღების გარდა, პოლიტიკური ქოლგაც სჭირდებათ, რასაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა დაჩქარებული წესით ითხოვს.

ევროკავშირის კითხვარი შევსებულია - პასუხების მეორე ნაწილი უკვე ბრიუსელში მიდის. 7 ტომისგან შემდგარი კითხვარი, მთავრობის მეთაურმა ევროკავშირის ელჩს გადასცა და ახლა, ევროკომისიის ჯერია,  რომ პასუხები დეტალურად შეისწავლოს და ანგარიში მოამზადოს. ამის შემდეგ ევროკომისიის ანგარიში გადაეცემა ევროკავშირის საბჭოს,  რომლის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული, მიიღებს თუ არა ქვეყანა ივნისში კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. 
 
ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ბრიუსელის კითხვებს სწორი პასუხები გასცა და ის რეფორმებიც გაატარა, რომელსაც ევროკომისია ასევე ყურადღებით სწავლობს. 
 
ევროინტეგრაციის გზაზე, ოპოზიციაში დადებითი მოლოდინები აქვთ. ოპოზიციის ნაწილს კი მიაჩნია, რომ დადებითი პასუხის შემთხვევაში, ბრიუსელიდან შესაძლოა დამატებითი პირობები იქნას წამოყენებული. ისინი ძირითადად მართლმსაჯულების რეფორმაზე ამახვილებენ ყურადღებას და ხელისუფლების ოპონენტები მთავრობას კითხვარზე გაცემული პასუხების გასაჯაროებას სთხოვენ. 
 
ქართველი დეპუტატების ევროპელი კოლეგები, შეცვლილი გეოპოლიტიკური უსაფრთხოების ფონზე ამბობენ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს სურთ ისეთი გარანტიები, რაც ქვეყნების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. 
 
ევროპარლამენტი, სავარაუდოდ, სამივე ასოცირებული ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს დაუჭერს. 
დღის ამბები