15 ნოემბერი 2024,   23:30
ვრცლად
მმართველი გუნდი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ორ მინისტრს იბარებს

მმართველი გუნდი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ორ მინისტრს იბარებს. "ქართულ ოცნებას" კითხვები საგარეო და ეკონომიკის მინისტრების მიმართ დაუგროვდა. კითხვები აქვს ოპოზიციასაც, თუმცა მათი დასმის საშუალებას ხელისუფლების ოპონენტებს ინტერპელაციის წესი არ აძლევს, რომლის თანახმად თანამდებობის პირები, მხოლოდ იმ ფრაქციის კითხვებს უპასუხებენ, ვინც ისინი საკანონმდებლო ორგანოში დაიბარა.

ოპოზიციას მინისტრებზე მეტად, პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ხილვა სურს, ამისთვის კი ოპონენტებმა მთავრობის მეთაური ან წევრები მაისის ბოლომდე უნდა დაიბარონ. საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის მექანიზმით თანამდებობის პირების მიწვევის პერიოდი მკაცრადაა განსაზღვრული.

დღის ამბები