დღეს, საქართველოს პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრთან შეკითხვები მომზადებული აქვთ როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე მმართველი გუნდის წევრებსაც და ისინი, ოპოზიციის მსგავსად, მთავარ საკითხად სამინისტროს მუშაობის პრინციპსა და კოვიდთან დაკავშირებულ საკითხებს ასახელებენ. ასევე., აქცენტი გაკეთდება საავადმყოფოებში ამჟამად მიმდინარე შემოწმებაზეც.
მაისის ბოლოს საკანონმდებლო ორგანოში კიდევ 2 მინისტრი უნდა მივიდეს. ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა უწყების პირველი პირები უმრავლესობამ ინტერპელაციის წესით დაიბარა.
"პირველ რიგში თავისთავად ის თემები, რაც ამ სამინისტროს მართვაშია თავმოყრილი, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე ის, რომ ახლა დასრულებისკენ მიდის პანდემია, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გვანახა ჩვენც და მსოფლიოსაც, როგორც პოზიტიური, ასევე სამწუხაროდ ნეგატიური და ამაზე იქნება უამრავი კითხვა, მესამე ის, რომ მინისტრი პირველად მოდის მინისტრის საათის ფარგლებში," - აცხადებს ვიცესპიკერი დავით სერგეენკო.