15 ნოემბერი 2024,   23:32
ვრცლად
სასჯელაღსრულების სისტემას რომ გადახედოთ, ასეულობით პატიმარია, უფრო რთული ჯანმრთელობის მდგომარეობით, მაგრამ ომბუდსმენი ერთადერთი პატიმრით არის დაინტერესებული - ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, პატიმარი თვითდაზიანებაზე თავად არის პასუხისმგებელი, სასჯელაღსრულების დაწესებულებები კი პასუხისმგებელი არიან შესაბამის მომსახურებაზე.

კობახიძის თქმით, ვინც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს, მათ ერთადერთი მიზანი ამოძრავებთ, საქართველო რამენაირად ომში ჩაერთოს, რასაც არ დავუშვებთ.

"პატიმარი თვითდაზიანებაზე თავად არის პასუხისმგებელი, სასჯელაღსრულების დაწესებულებები კი პასუხისმგებელი არიან შესაბამის მომსახურებაზე, მათ შორის სამედიცინო მომსახურებაზე. რაც შეეხება სპეკულაციებს, სიმულაციებსა და თვითდაზიანებებს, მათ წარმატება ვერ ექნებათ, რადგან ნებისმიერი პატიმარი იქნებოდა ასეთივე წარმატებული საკუთარ სიმულაციებში.

თქვენ რომ სასჯელაღსრულების სისტემას გადახედოთ, ასეულობით პატიმარს ნახავთ, რომელთაც უფრო რთული ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვთ, ვიდრე სააკაშვილს, მაგრამ ომბუდსმენი ერთადერთი პატიმრით არის დაინტერესებული. პოლიტიკური ინტერესი არსებობს, რომ ეს კაცი რაღაცნაირად გათავისუფლებული იყოს - ამის უკან მთავარი ინტერესი დგას, რაც არის ქვეყნის ომში ჩართვა.

რაც შეეხება თავდებობას, თავდებში ვინ დგება? - მელამ რომ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანა, დაახლოებით იგივეა. "ნაცმოძრაობა" რომ სააკაშვილზე პასუხისმგებლობას იღებს, სასაცილოა. სააკაშვილი მათი ბელადია და ვინ ვისზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ეს ცალკე თემაა და საკითხავია," - განაცხადა კობახიძემ. 

დღის ამბები