ჩვენ გვქონდა გუშინ საუბარი ლეგიტიმურ ეჭვებთან დაკავშირებით და ეს კითხვები კიდევ უფრო მძაფრდება, რადგან საქმე ეხებოდა არა მხოლოდ გადარიცხვებს, არამედ ნახატებსა და ვერტმფრენს, სადაც იყო ასევე შეფერხება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პოლიტიკურად ამ თემას ,,მმართველი გუნდი“ აღარ გააღრმავებს.
"ეს კითხვები კიდევ უფრო მძაფრდება. თურმე საქმე ეხებოდა არა მხოლოდ გადარიცხვებს, არამედ ასევე ნახატებს და ვერტმფრენს, სადაც იყო შეფერხება. ეს შეფერხება მოიხსნა, თუმცა შეფერხება იყო, დაახლოებით ერთი თვე თუ თვე-ნახევარი ამ შემთხვევაშიც. შესაბამისად, რა კითხვებიც იყო, ის კითხვები კიდევ უფრო აქტუალური ხდება ასეთ შემთხვევაში, მაგრამ ჩვენ პოლიტიკური კუთხით, აღარ გავაღრმავებთ ამ დისკუსიას, მით უმეტეს, რომ ადვოკატის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი თავად მიაწვდის ამ ინფორმაციას საზოგადოებას. . ერთადერთი რაზეც შეიძლება იყოს ეჭვი, რაზეც ლეგიტიმური კითხვები დაისვა ესაა შანტაჟი და არა დასჯა. ამერიკა არავის უხსენებია, შესაბამისად ეს არის ცარიელი სპეკულაცია და როდესაც მმართველი პარტია ამერიკას არ ახსენებს და ოპოზიცია ახსენებს, ვინ აწარმოებს ანტიამერიკულ კამპანიას თავად შეგიძლიათ განსაჯოთ.
რაც შეეხება მეორე ფრონტს, ნაცმოძრაობას და უკრაინის ხელისუფლებას უნდათ რომ ჩვენი ხელისუფლება ჩაერთოს ომში და არ ვერთვებით. პირდაპირ არესტოვიჩი, დანილოვი, პოდოლიაკი, აქეთ მარგველაშვილი, უსუფაშვილი, გიგაური, ლომჯარია და სხვები ამბობენ, რომ საქართველო კარგი იქნება თუ ჩაერთვება ომში, საქართველოს ხელისუფლება არ ერთვება, მაგრამ რომ ჰქონდეთ ამ ადამიანებს იმის რესურსი, რომ ბიძინა ივანიშვილი აიძულონ შემობრუნდეს პოლიტიკაში, ყველამ იცის, რომ მას აქვს განსაკუთრებული რესურსი, ბიძინა ივანიშვილი თუ შემობრუნდება პოლიტიკაში, თეორიულ კონსტრუქციაზე ვსაუბრობ და მას ვინმე თუ დაარწმუნებს, რომ საქართველო ამ ფატალურ ომში უნდა ჩაერთოს, ამ შემთხვევაში