15 ნოემბერი 2024,   23:37
ვრცლად
აშშ-ის ელჩი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა - დიპლომატის ვიზიტის მიზეზი არ სახელდება

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იტყობინება. როგორც ცნობილია, ჯონ სალივანმა სამინისტრო დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, კომენტარის გარეშე დატოვა. დიპლომატის ვიზიტის მიზეზი არ სახელდება.

როგორც გამოცემა წერს, სალივანი უწყებაში მაშინ გამოცხადდა, როდესაც შენობაში პოლონეთის ელჩიც იმყოფებოდა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩი დაიბარეს. რუსული მედიის ვარაუდით, ეს ფაქტი შესაძლოა 9 მაისს ვარშავაში, რუს დიპლომატ სერგეი ანდრეევზე თავდასხმას უკავშირდებოდეს.

დღის ამბები