01 მაისი 2024,   12:50
ვრცლად
ომის 77-ე დღე - რუსებმა "აზოვსტალში" მეორე მიწისქვეშა საავადმყოფო გაანადგურეს

უკრაინაში ომის 77-ე დღეა. უკრაინის სარდლობის ცნობით, ქვეყნის შეიარაღებული ძალები გარკვეულ წარმატებას აღწევენ სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებით და ხარკოვიდან და მიმდებარე დასახლებული პუნქტებიდან რუსეთის სამხედრო ძალებს იერიშებით ავიწროებენ.

ხარკოვის სახელმწიფო-საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეჰ სინეგუბოვის ინფორმაციით, უკრაინის არმიამ ბოლო დღეებში კიდევ ოთხი სოფელი გაათავისუფლა. ამასთან, ოკუპანტები აგრძელებენ იერიშებს "აზოვსტალზე", რომლის ბუნკერებში ათასამდე უკრაინელი სამხედრო და დაახლოებით ასამდე სამოქალაქო პირი იმყოფება. ოფიციალური ინფორმაციით, ფოლადის ქარხანაზე მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსებმა 38 ავიაიერიში განახორციელეს, იბომბება სხვა ქალაქებიც.

რუსებმა "აზოვსტალში" მეორე მიწისქვეშა საავადმყოფო გაანადგურეს. ამის შესახებ "აზოვის" პოლკის თანამეთაურმა მაქსიმ ჟორინმა განაცხადა. მისი თქმით, რუსებმა გაანადგურეს ჰოსპიტალი, რის გამოც ჯარისკაცები სამედიცინო დახმარებას ვეღარ უზრუნველყოფენ. მცირე დაზიანებების მქონე ადამიანებიც კი ნელ-ნელა იღუპებიან ცუდი პირობების გამო. 

მიკოლაევში იერიშის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა. ხარკოვის ოლქში, მინდორზე მომუშავე ტრაქტორზე იერიში მიიტანეს. ტრაქტორის მძღოლს მრავლობითი დაზიანება აღენიშნება.

დღის ამბები