15 ნოემბერი 2024,   23:19
ვრცლად
"არასდროს არაფერი სთხოვოთ ჩემთან დაკავშირებით პრეზიდენტად წოდებულ სალომე ზურაბიშვილს" - ნიკა გვარამია

"რუსთავი 2"-ის ქონებრივი უფლების გაფლანგვის საქმეზე განაჩენი რამდენიმე დღეში გამოცხადდება. ბრალდებულები არიან ნიკა გვარამია, კახა დამენია და ზურაბ იაშვილი. მათი საქმის განხილვა დღეს რეპლიკების ეტაპით დასრულდა. არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.

მხარეთა წარმომადგენლებს განაჩენთან დაკავშირებით, განსხვავებული მოლოდინები აქვთ.

"მინდა მივმართო ჩემს ყველა გულშემატკივარს, მეგობარს და ასე შემდეგ - არასოდეს, არაფერი ჩემთან დაკავშირებით არ სთხოვოთ პრეზიდენტად წოდებულ სალომე ზურაბიშვილს. აბსოლუტურად იდენტურად მივიღებ პატიმრობასაც და ჯარიმასაც. ჩემთვის მნიშვნელოვანი ის კი არ არის, თქვენ ციხეში გამიშვებთ თუ გარეთ დამტოვებთ, თუ უდანაშაულო ნიკა გვარამიას გამართლებას არ აპირებთ, თქვენთვისვე უკეთესია, ნიკა გვარამია იყოს შიგნით, ვიდრე გარეთ," - განაცხადა ნიკა გვარამიამ დასკვნით სიტყვაში.

საქმის პროკურორის ზვიად გუბელაძის თქმით, მათი მხრიდან წარდგენილი იყო უტყუარი მტკიცებულებები, შესაბამისად, ბრალდების მხარეს აქვს მოლოდინი, რომ სასამართლო სამივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. 

დღის ამბები