15 ნოემბერი 2024,   23:24
ვრცლად
მმართველი გუნდის წევრების თქმით, სააკაშვილის თანაპარტიელები და ოჯახის წევრები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებას​ ხელოვნურად ცდილობენ

მიხეილ სააკაშვილის "ვივა მედში" გადაყვანის საკითხს მმართველ გუნდში ეხმიანებიან. უმრავლესობის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ იუსტიციის სამინისტრომ ყოფილი პრეზიდენტი ყველა აუცილებელი ღონისძიებით უზრუნველყო.

მათივე განმარტებით, სააკაშვილის თანაპარტიელები და ოჯახის წევრები ხელოვნურად ცდილობენ თემით სპეკულირებას და მტკიცებას, რომ მსჯავრდებულ პრეზიდენტს საქართველოში ვერ უმკურნალებენ.

"მიხეილ სააკაშვილს, როგორც ყველა მსჯავრდებულს თუ ბრალდებულს, იუსტიციის სამინისტოს მიერ უტარდებოდა და უტარდება ყველა ის აუცილებელი ღონისძიება, რაც საჭიროა მისი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად. მისი ოჯახი და თანაპარტიელები მაქსიმალურად ცდილობენ ისე წარმოაჩინონ, თითქოს საქართველოში არ არის იმის შესაძლებლობა რომ მსჯავრდებული სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლება იყოს სათანადოდ დაცული," - განაცხადა გივი მიქანაძემ.

დღის ამბები