მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივა მედში" გადაიყვანეს. ესკორტი რუსთავის 12-ე პენიტენციური დაწესებულებიდან საავადმყოფოში ერთი საათის წინ მივიდა.
კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ავტომობილებია მობილიზებული, ადგილი ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები სააკაშვილის კვლავ საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნას ითხოვენ.
"ბატონმა პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, რომ აქ მის ინტერესებს იცავენ და არავინ აპირებს მის დათმობას. თქვენ ხედავთ, რომ საზოგადოების ერთიანობით, კონსოლიდაციითა და უცხოელებთან მუშაობით მიღებულ შედეგებს. ეს ასე გაგრძელდება და ამას კონკრეტული შედეგი მოჰყვება, მიშა მალე უნდა გავიდეს ქვეყნიდან სამკურნალოდ. აქ მოსვლა არ არის მკურნალობა, ეს არის მოსამზადებელი ეტაპი, რომ ქვეყნიდან გავიდეს პრეზიდენტი," - განაცხადა ენმ-ის წევრმა გიორგი ჩალაძემ.