15 ნოემბერი 2024,   23:18
ვრცლად
"ჩვენი მოთხოვნაა მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ გადაიყვანონ და ადამიანი მოარჩინონ ბოლოს და ბოლოს" - გიული ალასანია "ვივა მედში" მივიდა

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივა მედშია." ადგილზე ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა ექსპრეზიდენტის დედა გიული ალასანია, რომელიც ელოდება, რომ მას მიხეილ სააკაშვილთან შეუშვებენ.

ალასანიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი კლინიკაში მოათავსეს, მთავარ მოთხოვნად კვლავ მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა რჩება.

"ექიმების მხრიდან ვისმენ, რომ აქ არ არის ის გამოცდილება, რომელსაც მისი დაავადებები მოითხოვს. ცხრა არის უკვე დიაგნოზი, ამიტომ არის საჭირო მისი საზღვარგარეთ გადაყვანა, უცხოეთშიც ყველა კლინიკაში არ ხდება მკურნალობა. ჩვენი მოთხოვნა არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ და ადამიანი მოარჩინონ ბოლოს და ბოლოს," - განაცხადა გიული ალასანიამ.

სააკაშვილი მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან საავადმყოფოში დილით გადაიყვანეს. კლინიკის მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული, ადგილზე რჩება ბადრაგი და პენიტენციური სამსახურის ავტომანქანები.

დღის ამბები