ფინეთის განაცხადს ნატოში გაწევრიანების სურვილთან დაკავშირებით ოფიციალური მოსკოვი უკვე გამოეხმაურა. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ფინეთის ნატოში შესვლა რუსეთის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.
"ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ნატოს გაფართოება და ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურის მიახლოება ჩვენს საზღვრებთან არ ხდის მსოფლიოს და რაც მთავარია, ჩვენს ევრაზიის კონტინენტს უფრო სტაბილურს და უსაფრთხოს. ეს ცალსახაა", - განაცხადა მან.
დასაზუსტებელ კითხვაზე არის თუ არა ფინეთის ნატოში შესვლა საფრთხე რუსეთისთვის, პესკოვმა უპასუხა: "აბსოლუტურად".