15 ნოემბერი 2024,   23:27
ვრცლად
აშკარაა, რომ საქართველოს ნატო სჭირდება, ალიანსსაც სჭირდება საქართველო - ევროპარლამენტარი რიშარდ ჩარნეცკი

რუსეთის მოსაზღვრე და ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ, ფინეთმა დღეს ხმამაღალი და ისტორიული პოლიტიკური განაცხადი გააკეთა. დასავლეთი ფინეთის სურვილს გახდეს ნატოს წევრი, მიესალმა. ევროპარლამენტში დღეს ღიად ითქვა, რომ პუტინი საზღვრებთან მეტ ნატოს იღებს და ალიანსში გაწევრიანებას შეძლებს ყველა, ვისაც ეს სურს და ვინც კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. 

ევროდეპუტატები ამბობენ, რომ ფინეთის სუვერენული გადაწყვეტილება, გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა, ეს პასუხია იმ აგრესიაზე, რომელსაც რუსეთი ახორციელებს. მათი განცხადებით, საბოლოოდ ვლადიმერ პუტინი საზღვარზე მეტ ნატოს და მეტად გაერთიანებულ ალიანსს მიიღებს. 

დღესვე, სხდომაზე უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას მხარდამჭერი განცხადებებიც გაკეთდა.  

ევროპარლამენტარი, ერო ჰეინალუომი ამბობს, რომ ნატოში გაწევრიანების სურვილი ფინეთის მოსახლეობის უმრავლესობას აქვს. მისი თქმით, ეს არის იმის შედეგი, თუ რა გამოიწვია რუსეთის თავდასხმამ უკრაინაზე.

"ვფიქრობ, რუსეთის ამ ქმედების შემდეგ, ყველა ქვეყანამ უნდა გაუწიოს მონიტორინგი საკუთარ უსაფრთხოებას. ფინეთს ძალიან ძლიერი თავდაცვითი ძალა აქვს. ვფიქრობ, ეს დიდ კონტრუბუციააა ნატოსთვის. ჩვენ მზად ვართ, ძალიან კონსტრუქციული გზით ალიანსთან თანამშრომლობისთვის. ნატოს კარი ღიაა, ეს კი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის ვინც უკვე წევრია, არამედ იმ სახელმწიფოებისთვისაც, ვინც ალიანსში გაწევრიანების ინტერესს გამოთქვამენ. კარი ღიაა და მსურველმა სახელმწიფომ თავისი დავალება უნდა შეასრულოს.  უნდა შეგეძლოს საკუთარი თავის დაცვა, ჩვენი გადაწყვეტილება ძალიან კონსტრუქციულია და არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ვიმედოვნებ, რომ პროცესი სწრაფი იქნება, ჩვენ ალიანსთან ხანგრძლივი თანამშრომლობა გვაკავშირებს, ისინი ჩვენ გვიცნობენ", - ამბობს ერო ჰეინალუომა.

კიდევ ერთი ევროპარლამენტარი, მაიკლ გალერი ამბობს, რომ ფინეთის გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ ეს ნათელი ნიშანია იმისა, თუ რა შედეგი მოჰყვა რუსეთის ომს უკრაინაში. მისი თქმით, მომხდარი აჩვენებს, რომ პუტინი ღებულობს ყველაფერს საწინააღმდეგოს.

"ის მარცხდება, როცა ცდილობს, რომ მეზობელ სახელმწიფოში რაიმეს მიაღწიოს ბრუტალური ქმედებებით. ვფიქრობ, პროცესი ივნისის ბოლომდე დასრულდება. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ გაფართოების პერსპექტივა რეალურია. მაშინ როცა რეგიონში ცხელი ომია, უკან არ დავიხევთ და არ ვითამაშებთ პუტინის თამაშს," - აცხადებს გალერი.

ევროპარლამენტარი, რიშარდ ჩარნეცკი ფიქრობს, რომ თუ ალიანსმა ფინეთისა და შვედეთისთვის კარი გახსნა, ეს სხვა ქვეყნებისთვისაც იქნება მაგალითი გაერთიანებაში მოხვდნენ, მათ შორის საქართველოსთვისაც. 

"ახლა არჩევანის დროა, დასავლეთი თუ აღმოსავლეთი. თუ ნატომ კარი ფინეთისთვის და შვედეთისთვის გახსნა, ეს მაგალითი იქნება სხვებისთვისაც, რომ ალიანსში მოხვდნენ, მათ შორის საქართველოსთვისაც. რუსეთის ომმა უკრაინაში დაგვანახა სრულიად ახალი გამოწვევები - აშკარაა რომ საქართველოს ნატო სჭირდება, ალიანსსაც სჭირდება საქართველო", - განაცხადა რიშარდ ჩარნეცკი.

დღის ამბები