15 ნოემბერი 2024,   23:25
ვრცლად
როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექსპრეზიდენტს კლინიკა ,,ვივამედში" გამოკვლევები უტარდება

მიხეილ სააკაშვილი, კლინიკა "ვივამედში" პენიტენციური სამსახურის რამდენიმე მანქანამ, დაახლოებით 11 საათისთვის გადაიყვანა.

კლინიკაში მიყვანიდან მალევე, ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობის გასარკვევად სააკაშვილის დედა მივიდა. გიული ალასანიას მთავარ მოთხოვნად კვლავ ყოფილი პრეზიდენტის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა რჩება.

სამედიცინო გამოკვლევის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, გაირკვევა დატოვებენ თუ არა სამედიცინო დაწესებულებაში ყოფილ პრეზიდენტს. სააკაშვილის თანაპარტიელებიც ოჯახის მსგავსად პატიმრის უცხოეთში მკურნალობის გაგრძელებას ითხოვენ. ფიქრობენ, რომ ვივამედის კლინიკამ გამოკვლევებით, სააკაშვილი საზღვარგარეთ ტრანსპორტირებისთვის უნდა მოამზადოს.

მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა, დღე, განიხილებოდა პოლიტიკურ ჯგუფების მიერაც. ოპოზიციაში პროცესს დადებითად აფასებენ, თუმცა კვლავ მიიჩნევენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის, საზღვარგარეთ მკურნალობას ალტერნატივა არ აქვს.

"ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ ნაციონალური მოძრაობის და სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან, საუბარი კვლავ საზღვარგარეთ გადაყვანაზე მხოლოდ ერთს ადასტურებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიზანი სასჯელისგან თავის არიდება, თავისუფლების მოპოვება და არა მკურნალობაა.

მიხეილ სააკაშვილს კლინიკა "ვივამედში" გადასვლა, 2 დღის წინ, იუსტიციის მინისტრმა შესთავაზა. იმავე დღეს, ყოფილ პრეზიდენტს, კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, რამდენიმე პირობა ჰქონდა, გუშინ კი ერთადერთ მოთხოვნად საავადმყოფოში დედის შესვლა დაასახელა. გიული ალასანიამ ყოფილი პრეზიდენტი კლინიკაში უკვე მოინახულა. ცნობილია, რომ სამედიცინო დაწესებულებაში შესვლის ნებართვა გაცემულია სააკაშვილის პირად ექიმსა და მის ადვოკატებზეც.

 

დღის ამბები