"ლეიბორისტული პარტიის" ინფორმაციით, დილით, მათ ოფისზე თავდასხმა მოხდა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირმა ბანერს ბოთლი ესროლა.
პარტია მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს და საქმის გამოძიებას ითხოვს. ამ დრომდე ადგილზე ექსპერტ - კრიმინალისტები მუშაობენ.
"გამომდინარე იქედან, რომ ეს უკვე ტენდენციის ფორმას იღებს და გახშირდა თავდასხმები პარტიის ოფისზე, ვითხოვთ პოლიციის გარკვეული პოსტი გაიხსნა აქ,"-აცხადებს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი, გიორგი გუგავა.