15 ნოემბერი 2024,   22:49
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, გადარიცხვების საკითხზე, ადვოკატის დეტალური განმარტება მოვისმინეთ, ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ყველაფერი ცნობილია

თუ ბიძინა ივანიშვილი საჭიროდ ჩათვლის, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას თავად მიწვდის,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დამატებითი განმარტებების გაკეთება თუ იქნება საჭირო, შესაძლოა, თავად ბიძინა ივანიშვილმა მიაწოდოს ინფორმაცია.

"მოვისმინე ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გარკვეულ სირთულეებს, გადარიცხვებთან დაკავშირებით და სხვა აქტივობასთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე მოვისმინეთ ივანიშვილის ადვოკატის, მისი ინტერესების დამცველის დეტალური განმარტებები. ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის ყველაფერი არის ცნობილი. თუ დამატებით ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჩათვლის საჭიროდ,  შეიძლება, პრესკონფერენციებიც გაიმართოს, თუ ეს მოხდება, მჯერა, რომ თავად ბატონი ბიძინა დამატებით ინფორმაციას მოაწვდის საზოგადოებას, თუ ეს საჭირო იქნება.

ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ყველა ლეგიტიმური კითხვები, რაც დაისვა და ადვოკატების მხრიდან გაჟღერდა, რომელიც უკავშირდებოდა ბანკის საქმიანობას და ა.შ. მე ამ თემებში, დეტალებში არ შევალ, რადგან ეს ჩვენი მთავრობის განსახილველი არ არის, მაგრამ ვინაიდან ასეთი მაღალი ინტერესი არსებობს, ბუნებრივია, ჩვენც ამას ყურადღებით ვაკვირდებით. კიდევ ვიმეორებ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მხრიდან საზოგადოებისთვის ყველა კითხვაზე გაეცა უკვე დამატებითი პასუხები," – განაცხადა ღარიბაშვილმა.

დღის ამბები