15 ნოემბერი 2024,   22:27
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა "განახლებული რეგიონების" პროგრამის ფარგლებში ჩოხატაურში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "განახლებული რეგიონების" პროგრამის ფარგლებში ჩოხატაურის მთავარი მოედნის, დუმბაძის ქუჩისა და პარკების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. დაგეგმილი და განხორციელებული სამუშაოების შესახებ მთავრობის მეთაურს ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდა.

ჩოხატაურში სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 5 მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

პროგრამით დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში, ჩატარდა შენობების ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერების სამუშაოები, რის შედეგადაც შენობის გათბობის ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდება. პროექტის ფარგლებში ასევე გამოიცვალა შენობების კარ-ფანჯრები და ქუჩებისა და რეკრეაციული სივრცეების განათება მოეწყო.

"განახლებული რეგიონების" 4-წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონ ლარს შეადგენს.
პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

დღის ამბები