15 ნოემბერი 2024,   22:27
ვრცლად
ოთარ შამუგია ქალაქ რუსთავში, მსხვილი საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ქალაქ რუსთავში მოქმედი მსხვილი საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქალაქ რუსთავის ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესების მიზნით ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის საკითხები განიხილეს.
აღინიშნა, რომ განსაზღვრულ ვალდებულებებს საწარმოების უმეტესობა შემუშავებული გეგმის მიხედვით ახორციელებს.

ქალაქ რუსთავში არსებული საწარმოების უმეტესობას ვალდებულებების შესრულება დაწყებული აქვთ. მეწარმეები მჭიდროდ თანამშრომლობენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ქალაქ რუსთავში, საწარმოების მონიტორინგი რამდენჯერმე განახორციელა, რომლის ფარგლებში, ოთხი მსხვილი კომპანია შემოწმდა და ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონის აღსრულების და დაწესებული ვალდებულებების შესწავლა მოხდა.

დღის ამბები