15 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
"აუცილებელია ქვეყნის რეპუტაციისთვის, ყველაფერი იყოს გაკეთებული იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ის პირობები, რაც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტს და ქვეყანას" - სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე საუბარი შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ იარსებებს დადასტურებული არგუმენტები იმაზე, რომ ქვეყანაში მისი მკურნალობის რესურსი არ არსებობს. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ამ მომენტში მსგავსი დასაბუთება არ არის.

"ჩემი პოზიცია ამ საკითხზე არ ეხება შეწყალებას. ამაზე მე ვთქვი რაც მქონდა სათქმელი. მიმაჩნია, რომ დღეს აუცილებელია ქვეყნის რეპუტაციისთვის, რომ ყველაფერი იყოს გაკეთებული იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ის პირობები, რაც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტს და რაც ეკადრება ქვეყანას.

როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ვერ ვიტყვი, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს ის სამედიცინო პოტენციალი, რომელიც ამას უზრუნველყოფს, თუ ვინმე ამას დაადასტურებს, მაშინ უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ ჩემთვის დღეს ასეთი მდგომარეობა და მოცემულობა არ არსებობს," - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

დღის ამბები