მიხეილ სააკაშვილს ყველა საჭირო გამოკვლევა უტარდება - ექსპრეიდენტის ჯანმრთელობის შესახებ კომეტარი ცოტა ხნის წინ "ვივა მედის" კლინიკურმა დირექტორმა გააკეთა.
ნინო კუზანოვას განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და კვლევების შედეგებზე საჯაროდ ვერ ისაუბრებს, ვინაიდან ეს პატიმრის პირადი ინფორმაციაა.
"მიმდინარეობს კლინიკური კვლევები, ჩვენ ყველა პაციენტთან ასეთი გულისხმიერი დამოკიდებულება გვაქვს. როდესაც გვეცოდინება კონკრეტული კვლევების დასკვნები პაციენტის თანხმობით ამას გავასაჯაროებთ," - აცხადებს ნინო ნადირაძე.