15 ნოემბერი 2024,   22:37
ვრცლად
"ფუნდამენტურია, რომ უკრაინის რეკონსტრუქცია დაფინანსდეს მათ მიერ, ვინც ომი დაიწყო" - რას სთავაზობს დიდი შვიდეულის ქვეყნებს კანადა

გერმანიაში დიდი შვიდეულის სამდღიანი სამიტი გრძელდება. საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინაში რუსეთის შეჭრას და მის შედეგებს განიხილავენ.

კანადის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მელანი ჯოლის განცხადებით, უკრაინის რეკონსტრუქციისთვის რესურესების გამოყოფა, აგრესორისთვის ჩამორთმეული და გაყიდული აქტივებიდან უნდა მოხდეს.

"კანადა არის დიდი შვიდეულის პირველი ქვეყანა, რომელიც არა მხოლოდ უფლებას აძლევს მთავრობას ჩამოართვას რუსეთს აქტივები, არამედ გაყიდის კიდეც. ჩამორთმეულ აქტივებს და მიღებულ შემოსავალს კი, ომისგან დაზარალებულ ადამიანებს გადავცემთ იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ უკრაინის რეკონსტრუქციას.

ფუნდამენტურია, რომ უკრაინის რეკონსტრუქცია დაფინანსდეს მათ მიერ, ვინც ომი დაიწყო. დიდი შვიდეულის წევრების მხრიდან ამ საკითხზე დიდი ინტერესია. ჩვენ ნამდვილად გვქონდა საუბარი ამ თემაზე. შეერთებულ შტატებში კონგრესი ამ საკითხზე მსჯელობს. თემით დაინტერესებულია ევროკავშირიც,"- აცხადებს მელანი ჯოლი.

დღის ამბები