16 მაისს მოსკოვი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ლიდერების შეხვედრას უმასპინძლებს.
ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრა, სავარაუდოდ, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ხელმოწერის 30 წლისთავს ეძღვნება. ამასთან, მედიის ცნობით, დაგეგმილია პუტინისა და ლუკაშენკოს ორმხრივი შეხვედრა.