15 ნოემბერი 2024,   23:32
ვრცლად
რუმინეთი მიიჩნევს, რომ საქართველო ალიანსის დე ფაქტო წევრია, რომელიც მისიებში დიდ მხარდაჭერას უწევს - ბოგდან აურესკუ

ყოველთვის ვუჭერდით მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივებს, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გაწევრებას ევროკავშირში. რუმინეთი მიიჩნევს, რომ საქართველო არის ალიანსის დე ფაქტო წევრი, რომელიც დიდ მხარდაჭერას უწევს ალიანსს მისიებში,- ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოგდან აურესკუმ განაცხადა. 

მისი თქმით, ალიანსის შიგნით, სერიოზულად უნდა განიხილონ, რა სახის შემდგომი მხარდაჭერა შესთავაზონ საქართველოს, რათა ქვეყანამ გაზარდოს საკუთარი მედეგობა.  

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ფინეთის და შვედეთის გაწევრებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ რუმინეთი ამ პროცესს მტკიცედ უჭერს მხარს. 

"გუშინ ღამით განვიხილეთ ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების პერსპექტივა. მე გამოვხატე რუმინეთის მტკიცე პოზიცია რომ ის მხარს უჭერს ამ ქვეყნების გაწევრრებას.  რუმინეთი ერთგული რჩება ღია კარის პოლიტიკის. თუ შვედეთი და ფინეთი გაწევრიანდებიან შეკავების პოლიტიკა უფრო ეფექტური და თავდაცვა უფრო კონსოლიდირებული იქნება. ნატო გახდება უფრო ძლიერი. დღეს განვიხილავთ უკრაინაში შექმნილ ვითარებას და მის გავლენას ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაზე. როგორც იცით რუსეთს უკანონო ომმა უკრაინის წინააღმდეგ გავლენა მოახდინა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის პარამეტრებზე ევროპასა და ევროატლანტიკურ სივრცეში. ჩვენი მოვალეობაა რომ გავაძლიეროთ ევროატლკანტიკური უსაფრთხოება და ვუზრუნველვყოთ მსოფლიო კანონმდებლობაზე დაფუძნებული წესრიგი.

ჩვენ ასევე განვიხილავთ თუ როგორ უნდა დავუჭიროთ მხარი კიდევ უფრო მეტად ჩვენს სხვა პარტნიორებს როგორებიც არიან მოლდოვა და საქართველო. ისინი ასევე არიან ზეწოლის ქვეშ ომის შედეგების გამო, რომელიც რუსეთმა დაიწყო უკრაინაში. ყოველთვის ვუჭერდით მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივებს, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში. ასე რომ, რუმინეთი მიიჩნევს, რომ საქართველო არის ალიანსის დე ფაქტო წევრი, რომელიც დიდ მხარდაჭერას უწევს ალიანსს მისიებში, ალიანსის შიგნით სერიოზულად უნდა განვიხილოთ, რა სახის შემდგომი მხარდაჭერა შეგვიძლია შევთავაზოთ საქართველოს, რათა გაზარდოს საკუთარი მედეგობა, რადგან მედეგობა მნიშვნელოვანია. მედეგობას მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ახალ სტრატეგიულ კონცეპტში, არა მხოლოდ მოკავშირეებისა და ალიანსისთვის, არამედ ეხება ჩვენს პარტნიორებსაც," - აღნიშნა ბოგდან აურესკუმ

დღის ამბები