08 მაისი 2024,   16:11
ვრცლად
რუსეთმა ლვოვის ოლქში, პოლონეთის საზღვრიდან 15 კმ-ში მდებარე ობიექტი დაბომბა

წინააღმდეგობის 81-ე დღეს, რუსეთი უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავს. აგრესორის სამიზნე, ლვოვის ოლქში, პოლონეთის საზღვრიდან 15 კილომეტრის დაშორებით, სამხედრო ობიექტები გახდა - ინფორმაციას მერი ავრცელებს.

ინტენსიური იერიში მიმდინარეობს ლუჰანსკის ოლქზეც. განადგურებულია 20-მდე სახლი და საცხოვრებელი კორპუსი. გარკვეული წარმატება აქვთ უკრაინელ სამხედროებს ხარკივის მიმართულებით. მათ კიდევ ორი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სახლებში დაბრუნებას ჯერჯერობით არ ურჩევს, რადგან ტერიტორია დანაღმულია.

მძიმეა ვითარება "აზოვსტალში". ფოლადის ქარხანაზე საჰაერო იერიში არ წყდება. ოკუპანტებმა ფოსფორის ბომბები გამოიყენეს.

დღის ამბები