15 ნოემბერი 2024,   23:29
ვრცლად
ნატოს კარი ღიაა მათთვის და თუ ისინი ამ კარში შემოსვლას გადაწყვეტენ, ჩვენ მათ ხელგაშლილი მივესალმებით - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი შვედეთსა და ფინეთზე

რუსეთის აგრესია ნეიტრალურ ქვეყნებს უსაფრთხოების დამატებითი ზომებისკენ უბიძგებს. ფინეთი და შვედეთი ნატოში გაწევრიანების სურვილს გამოთქვამენ. ეს ახლა ბერლინში მიმდინარე ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალის ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემააა. გარდა ამისა, მინისტრები უკრაინის კრიზისსა და ქვეყნის დახმარების საკითხებზე მსჯელობენ. 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკის განცხადებით, შვედეთისა და ფინეთისთვის ნატოს კარი გახსნილია. მისი თქმით, ორივე ქვეყანა ნატოს ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.

"რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინაში გააკეთა ის, რისი თავიდან აცილებაც ყოველთვის სურდა რუსეთის პრეზიდენტს. მან კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოვა ისინი, ვინც საერთო პრინციპებსა და ღირებულებებს ვიზიარებთ და კიდევ ერთხელ შეგვახსენა ნატოს როლი და მნიშვნელობა. რუსეთის აგრესიამ გამოიწვია ის, რომ ალიანსს დიდი ალბათობით ორი ქვეყანა შეუერთდება, რომელიც ამას 24 თებერვლამდე არ გეგმავდა. ჩვენ, მხარს ვუჭერთ ფინეთსა და შვედეთს ყველა გადაწყვეტილებაში, რომელსაც ისინი მათი უსაფრთხოებისთვის იღებენ. ნატოს კარი ღიაა მათთვის და თუ ისინი ამ კარში შემოსვლას გადაწყვეტენ, ჩვენ მათ ხელგაშლილი მივესალმებით. ეჭვგარეშეა, რომ შვედეთი და ფინეთი პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით მზად არიან ნატოში გაწევრიანებისთვის. ორივე ქვეყანა აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს და ისინი უკვე მონაწილეობენ ნატოს მისიებში, შესაბამისად, მათი გაწევრიანება კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ალიანსს. ისინი პრაქტიკულად უკვე არიან ნატოს წევრები, წევრობის დამადასტურებელი სტატუსის გარეშე", - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა.

ფინეთმა ნატოში გაწევრიანების განაცხადის გაკეთებაზე გადაწყვეტილება დღეს ოფიციალურად გამოაცხადა.

დღის ამბები