"რუსთავი 2"-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის კახა დამენიას განცხადებით, ის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას გეგმავს.
"მიუხედავად იმისა, რომ არ დამიჭირა, გადამიკვალიფიცირა მუხლი და უფრო მსუბუქ მუხლზე გადამიყვანა - მხოლოდ ჯარიმა, ბუნებრივია მაინც არ ვეთანხმებით, გავასაჩივრებთ, იმიტომ, რომ არ მიმაჩნია საერთოდ რაიმე ბრალეული ქმედება ჩავიდინე და თავისთავად არ ვეთანხმები," - განაცხადა კახა დამენიამ.
3 წელი და 6 თვე - ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. ბრალი ეხება პერიოდს, როდესაც ის ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი იყო. ნიკა გვარამია დამნაშავედ სცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.
ნიკა გვარამიასთან ერთად ბრალდებული კახაბერ დამენია სასამართლომ დამნაშავედ ცნო მას ჯარიმა 50 000 ლარი დაეკისრა, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ აღიარა.