თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო სხდომა იმართება. ყოფილი პრეზიდენტი პროცესს არ ესწრება. მიზეზად ისევ ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება. ამჯერად საუბარია საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე. დღეს დაცვის მხარე ელოდება პასუხს წინა სხდომაზე დაყენებული შუამდგომლობის შესახებ.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ აუცილებელია სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობის მიცემა.
"ჩვენი მოთხოვნაა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობის მიცემა. აქამდე ექსპერტებს არ უშვებენ და არ ვიცოდით რატომ აქამდე ამაზე პასუხი არასდროს მიგვიღია, რატომ დააწესეს მსგავსი შეზღუდვა,"- აცხადებს თუთბერიძე.