04 ივლისი 2022,   15:55
ვრცლად
როგორია ვითარება საწვავის ბაზარზე და არის თუ არა შესაძლებელი ფასის კლება - მთავრობის წევრები საწვავის დისტრიბუტორებს შეხვდნენ

როგორია ვითარება საწვავის ბაზარზე და არის თუ არა შესაძლებელი ფასის კლება - მთავრობის წევრები, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად საწვავის დისტრიბუტორებს შეხვდნენ და პრობლემის ოპტიმალური გადაწყვეტის გზებზე იმსჯელეს.

მხარეებმა ახლო მომავლის პროგნოზები, იაფი წყაროებიდან საწვავით მომარაგებისა და მარჟების მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობები განიხილეს.

"პრემიერის დავალებით ჩვენ გვქონდა შეხვედრა საწვავის დისტრიბუტორ მცირე ქსელების წარმომადგენლებთან, რომლის დროსაც განვიხილეთ არსებული სიტუაცია ბაზარზე, მათ შორის პროგნოზები.

საუბარი შეეხო იმას, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფასის დაწევა და მოსახლეობისთვის გაძვირებული საწვავის მაქსიმალურად ხელსაყრელ, იაფ და ასევე ხელმისაწვდომ პირობებში მიწოდება. ამაზე ვისაუბრეთ მცირე ქსელების მხრიდან დაყენებულ პრობლემებზე, ვისაუბრეთ იმაზე თუ რა შეიძლება სახელმწიფომ გააკეთოს კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის, მოწოდების ალტერნატიულ წყაროებზე, რომელიც შეიძლება შედარებით უფრო იაფი იყოს. ასევე ხარისხის საკითხებზე და სანდოობაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დღეს ბაზარზე გვქონდეს სრულფასოვანი კონკურენტული გარემო," - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

დღის ამბები