15 ნოემბერი 2024,   22:19
ვრცლად
მინდა ყველას მივულოცო, ვინც ამ დღეს აღნიშნავს, რადგან ეს დღე მნიშვნელოვანია ლგბტ საზოგადოებისთვის - დიეგო კოლასი

17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ლგბტ თემის წევრების მიერ გამართულ პანელურ დისკუსიაში საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩიც მონაწილეობს.

დიეგო კოლასი ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ლგბტ თემის წარმომადგენლებს ულოცავს და ამბობს, რომ გამოხატვის უფლების შესაძლებლობა კანონით ყველას გააჩნია.

"მინდა ყველას მივულოცო, ვინც ამ დღეს აღნიშნავს, რადგან ეს დღე მნიშვნელოვანია ლგბტ საზოგადოებისთვის. ეს არის გამოხატვის უფლება და კანონით ყველას აქვს ამის შესაძლებლობა. ამიტომაც, მნიშვნელოვანია ასეთი დღის აღნიშვნა. ბევრმა საელჩომ უკვე გაავრცელა განცხადებები ამ დღეზე და დააფიქსირეს თავისი შეხედულება ლგბტ საზოგადოებაზე. საქართველოში ყველას აქვს უფლებები, მათ შორის არიან ლგბტ წარმომადგენლებიც. დემოკრატია უნდა იყოს ყველასთვის," - განაცხადა დიეგო კოლასმა.

დღის ამბები