15 ნოემბერი 2024,   22:18
ვრცლად
"როცა შეტანილი გვაქვს განცხადება ევროპასთან ინტეგრაციისთვის, ამ დროს ამის მოწყობა არაფერ შუაში არ არის, ეს საკითხი ან ადრე უნდა გადაწყვეტილიყო, ან მოიცდიდა" - იაგო ხვიჩია გვარამიას განაჩენზე

ნიკა გვარამიას მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შეფასებები გრძელდება. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი, პაატა მანჯგალაძე საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და აცხადებს, რომ მას სამართლებრივ პროცესთან არანაირი საერთო არ აქვს. 

"ამ საქმეს, როგორც ექსპერტები, სამართლის მცოდნეები ამბობენ, არაფერი აქვს საერთო სამართლებრივ პროცესთან, სამართლიან სასამართლოსთან. ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება და ეს არ უნდა გავიგოთ, თითქოს მხოლოდ ერთი ადამიანის წინააღმდეგ არის მიმართული ან მხოლოდ სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ. ამ ყველაფრის მიზანია, საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევა, ჩამოშორება და საბოლოო მიზანს წარმოადგენს საქართველოს რუსეთთან პირისპირ დატოვება," - ამბობს პაატა მანჯგალაძე.

შეფასება გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ.

"მე მგონია, რომ ბატონი ნიკა გვარამიაც და ბატონი სააკაშვილიც არიან, როგორც ომის შედეგად გამარჯვებული რომ დამარცხებულს ატყვევებს, აი ეს მომენტი და შესაბამისად, ტყვეები არიან... როდესაც დასავლეთთან ასეთი ტიპის ურთიერთობები ყალიბდება, შეტანილი გვაქვს განცხადება ევროპასთან ინტეგრაციისთვის, ამ დროს ამის მოწყობა არაფერ შუაში არ არის. ეს საკითხი ან ადრე უნდა გადაწყვეტილიყო, ან მოიცდიდა," - ამბობს იაგო ხვიჩია. 

დღის ამბები